თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეემი და ემი კლობუჩერი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს.

სრულად...

მაშველებმა ყაზახეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 9 ადამიანის, მათ შორის ბავშვების ცხედრები ამოიყვანეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რუსლან იმანყულოვმა განუცხადა.

სრულად...

ბარაქ ობამას მიერ შეერთებული შტატებიდან გაძევებულმა 35-მა რუსმა დიპლომატმა, რომელთაც მხოლოდ 72 საათი ჰქონდათ მიცემული ქვეყნის დასატოვებლად, ვაშინგტონი დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ახალი ამბების სააგენტოები ავრცელებენ.

სრულად...

დედოფალი ელისაბედ მეორე თავს „უკეთ“ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ სანდინგრემში ახალი წლის საეკლესიო ღვთისმსახურებას ვერ დაესწრო, - განაცხადა პრინცესა ანიმ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრეემს და სენატორ ემი კლოუბერს შეხვდა.

სრულად...

საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული ამერიკელი სენატორების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც გავლენიანი „რესპუბლიკელი“ სენატორი არიზონას შტატიდან, ჯონ მაკკეინი იმყოფება, ცოტა ხნის წინათ სოფელ ხურვალეთს სტუმრობდა, სადაც მან რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

სრულად...

კანადაში, მფრინავი ავიალაინერის პილოტის კაბინაში დააპატიმრეს, სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა. 37 წლის მამაკაცს, შემოწმებისას სხეულში დასაშვებზე 3-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს.

სრულად...

საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა შემადგენლობაში იმყოფება გავლენიანი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი. სტუმრებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

სრულად...

ახალი წელი ქართველმა სამხედროებმა, ავღანეთში, ამერიკელ თანაბერძოლებთან ერთად იზეიმეს. ახალი წლის ღამე მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქმა ქვეთმა ბატალიონმა, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად (Task Force Tiger), საახალწლო ღონისძიებით აღნიშნა, სადაც მისალოცი სიტყვების, სამხედრო ჯილდოების გადაცემისა და საახალწლო ტორტის გაჭრასთან ერთად, ქართველი სამხედროების მიერ ტრადიციული ქართული ცეკვები შესრულდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი