მალტაში გატაცებული თვითმფრინავიდან ყველა მგზავრი გაათავისუფლეს, გამტაცებლები კი რომლებიც სავარაუდოდ ლიბიის გარდაცვლილი ლიდერის, მოამარ კადაფის ლოიალისტები არიან, დააპატიმრეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოტენციური აგრესორი“, რადგან მან მოდერნიზაცია მოახდინა მისი ბირთვული რაკეტების და სხვა შეიარაღების.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ვერ ჩაერთვება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოსცა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა და კომიტეტს მომავალი 4 წლის განმავლობაში ისევ ის უხელმძღვანელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0203 პუნქტით გამყარდა.
მივესალმები ძველ გუდაურელებს, იმ ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმითაც დაიწყო გუდაურის იდეა და აშენდა ეს მართლაც და მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი კურორტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში, სადაც დღეს მთავრობის წევრებთან ერთად, ახალი საბაგიროს გახსნას დაესწრო.
გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.