საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, "ადამიანებს, რომლებმაც შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი ამოწურეს მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით".
საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "უწყების ბალასტისგან გათავისუფლების" თაობაზე, მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
ქალბატონ შორენას საქმიანობაში მე ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, დაცვის სამსახურის შესახებ გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ პატრიარქს დაცვის სამსახური აუცილებლად სჭირდება.
ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს.
„მთავარი პრობლემა არსებული საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა, ანუ უწესრიგო მდგომარეობა", - აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებამ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების გაძვირების საჭიროება გამოიწვია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი დააკავა, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დღეს სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7775 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, 11:05 საათზე), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.8150-ით გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.