“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.
მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
რუსეთი "არ დაეძებს კონფლიქტს არავისთან", - განაცხადა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას. "განსხვავებით ზოგიერთი უცხოელი კოლეგისა, რომლებიც უყურებენ რუსეთს როგორც მტერს, ჩვენ არ დავეძებთ - და არასოდეს დავეძებდით - მტრებს. ჩვენ გვესაჭიროება მეგობრები", - განაცხადა მან.
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ცნობილი ასტრონავტი, ბაზ ალდრინი, სამედიცინო მიზეზების გამო სამხრეთ პოლუსიდან იქნა ევაკუირებული და იგი ახალი ზელანდიის მახლობლად სამკურნალოდ იქნება გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას „ეროვნული მეცნიერების საზოგადოება“ ავრცელებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემაზე საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაში არის ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში და მთავრობას მან ამის საწინაღმდეგო ზომების სასწრაფო გატარება მოსთხოვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0519 პუნქტით გაუფასურდა.
„ბლუმბერგის“ სავაჭრო ტაბლოზე 1 ლარის ღირებულება დღეს ერთხანს, თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე, 2.67 აშშ დოლარამდე იყო ასული, მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.5450-ით გაიხსნა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ სწრაფად დაიწყო კლება და ამ დროისთვის, (16:20 საათი) 1 ლარის ფასი 2.56.38 აშშ დოლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.