ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს, დავით ჩხარტიშვილს ოზურგეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით შესრულებული კვლევის თანახმად, რომელიც JPM-მა ჩაატარა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნებზე მიდიოდეს გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 16% - „ნაციონალურ მოძრაობას“.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით შესრულებული კვლევის თანახმად, რომელიც JPM-მა ჩაატარა, გამოკითხულთა 38%-ს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწონს, ხოლო 23%-ს - არ მოსწონს.
სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ხობის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს და მთელ მმართველ გუნდს.
ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მშობლიურ ქალაქში ვიზიტისას მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციოზზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.
უზბეკეთის მთავრობამ დაადასტურა პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის გარდაცვალება, 6 დღის შემდეგ რაც ის საავადმყოფოში ინსულტის გამო გადაიყვანეს.
პრემიერ-მინისტრმა, კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დარგის მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.