ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების“ ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის 36 გამარჯვებულს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ
"საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" საპარლამენტო მანდატების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (1 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0130 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს დალოცავს. თავდაცვის უწყების ცნობით, ილია მეორე, ლევან იზორია და აჭარის მთავრობის მეთაური გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მოინახულებენ.
პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე საკანონმდებლო ორგანო 6 სექტემბერს იმსჯელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის ალპანა–ჭრებალოს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ50-კმ70) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.
„რაც შეეხება რესპუბლიკელების“ შეფასებას, მე დამარცხებული და გაწბილებული პარტიის შეფასებებზე ვერაფერს ვიტყვი. სასათბურე პირობებზე კი მეღიმება, იმიტომ რომ „რესპუბლიკელებს“ ოთხი წელი დასცხათ ივანიშვილის სათბურში ჯდომით“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ფრაქცია ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემ დატოვეს.
ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, ისინი ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.