საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ 20 სტუდენტს შეხვდა, რომლებიც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ქვეყნის ხელისუფლებას მიუსამძიმრა. 

სრულად...

მთელი საქართველო ერთი სუნთქვით გგულშემატკივრობდათ, თქვენ არ იცით, რა ხდებოდა აქ, ძალიან გახარებულები ვართ მიღწეული შედეგით", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქართველ ოლიმპიელებს.

სრულად...

7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

სრულად...

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება, რა მიზნითაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს“ დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

სრულად...

მთავრობა „რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს, თუმცა დოკუმენტში ასახულ არგუმენტაციას არ ეთანხმება.

სრულად...

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი, რომელშიც ადამიანები არიან მოყოლილი. იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით 73 ადამიანია გარდაცვლილი.

სრულად...

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი.

სრულად...

კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დაჭრილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, კრასნოდარის საავადმყოფოში მისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

სრულად...

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის ,,გილიანის“ (Guylian) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი