მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი წევრის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ბოლო 2 თვის განმავლობაში ხელისუფლების მთავარ სამიზნედ იქცა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (23 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „უბლოკო სტატუსის“ შესახებ ინიციატივა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების დაკანონებას არ გულისხმობს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო, კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
ყოფილი პრემიერ მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამუფძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის განცხადებით, თბილისში, ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 1 130 000 ათასი ლარი დაიხარჯება.
საქართველო გვეუბნება: „თქვენთან დაახლოების სურვილი მაქვს“, ჩვენ კი ვპასუხობთ: „დიახ, ამის გაკეთება შეგიძლია“, - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩა საქართველოში იანოს ჰერმანმა გერმანელი ჟურნალისტისთვის რენე შულცისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერაქტის აღკვეთის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს, თუ საიდან იღებდნენ დავალებებს ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები.
ხობის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, – განუცხადა Guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლაზე ხმის მიცემით გამოწვეული შოკის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკა ჯერ კიდევ მატულობს. ამის შესახებ BBC კვლევაზე დაყრდნობით წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.