შეერთებული შტატები ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში მოახდენს, - "როიტერსის" ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც დედამიწის მსგავსი ჩანს და მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ეს არის პოტენციურად მთავარი ნაბიჯი იმის ძიებაში, გაირკვეს, არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სადმე, სხვაგან. ამის შესახებ „როიტერსი“ ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით წერს.
სულ მცირე 250 ადამიანია დაღუპული იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მთიან რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC იტალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსში უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის პროფესორები და ათეულობით სტუდენტი იყო გამომწყვდეული ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც კამპუსს ეჭვმიტანილი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსში უცხოელი თანამშრომლები და ათეულობით სტუდენტი იყო გამომწყვდეული ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც კამპუსს ეჭვმიტანილი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით პირველი ტესტი ჩააბარა სამართლიანობის დაცვის კუთხით, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ.
თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო.
სულ მცირე 247 ადამიანია დაღუპული იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მთიან რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC იტალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 560 000 ხეა დარგული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.