თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგისა და გივი კარტოზიას ქუჩების კვეთაზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი სკვერის კეთება დაიწყო. საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით, დაიგება ბალახის ბელტები, დაიგება ორმხრივი საპარკე სკამები და დამონტაჟდება ორიგინალური სანათები.
კრასნოდარში ავტომობილის აფეთქების შედეგად ცნობილი კომერსანტი მინდია გულუა დაშავდა. 47 წლის გულუა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საბაჟო გამშვებ პუნქტ „გარდაბანში”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები (საერთო წონა 3,500 გრამი) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტვირთი ბაქო-თბილისის მატარებლის ელექტრო-მექანიკოსისთვის განკუთვნილი ოთახის დათვალიერებისას, ინსტრუმენტების სათავსოში იქნა აღმოჩენილი.
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.
სომხეთის ქალაქ გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცს, ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. შესაძლოა, პერმიაკოვმა სასჯელი რუსეთში მოიხადოს. ერევანი და მოსკოვი პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რომან როგავა განზრახ მკვლელობაში და პირადი დოკუმენტის გატაცებაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
„ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს, „ქართული ოცნება“ ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ადეკვატურად ვერ მოქმედებს არც თუ ისე რთულ სიტუაციებში“,-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ბექა ბექაურის ადვოკატი, მაია ჭრელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბექაური წარდგენილ ბრალს აღიარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.