საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც მოჰყვა მშივდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, არიან დაშავებულები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები - ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდზე, Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო.
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი გაიხსნა. იგი ხუნანის პროვინციის ეროვნულ პარკში „გრანდ კანიონში“ დამონტაჟდა. გახსნიდან ერთ საათში ხიდზე შესასვლელი ყველა ბილეთი გაიყიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნება. შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს ახორციელებს.
ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ გაერთიანებული სამეფოს სანაპირო ზოლთან ახლოს, თევზმჭერი გემის ბორტზე ერთ ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.ს
შეკვეთილში Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი „მუსიკოსების პარკი“ „ქართუ ჯგუფმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის იდეა Black sea arena-ს პროექტირების დროს გაჩნდა.
მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ახლქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არტიუშ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა. როგორც არტიუშ ამბარცუმიანი მან პარტია, ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის ბლოკთან გაერთიანების გამო დატოვა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკს არ შეუერთდება. განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.