მგონი კითხვა არ არსებობს საერთოდ, ჩვენ არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვებია პასუხგაუცემელი. ჩვენი მთავრობა მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობის ფორმით, ასევე, ეუთოს ფარგლებში, ევროკავშირის, თუ ევროპის საბჭოს ფორმატში, ჩვენ ყველგან მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე, რომ დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სრულად...

მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

მთელს მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისე ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

სრულად...

უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 231.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

ავტობუსების სამარშრუტე ნომრებში ცვლილებები განხორციელდა. ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა.

სრულად...

დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი