ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის სპეციალურ პრეპარატი, რომელიც Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.
„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, - თქვა მან.
GUARDIAN.GE - რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დღის განმავლობაში მთლიანად გაიწმინდა პატარა ხანჩალისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი.
მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
GUARDIAN.GE - ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოინგი 737-800, რომლის ბორტზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, ორშაბათს სამხრეთ ჩინეთში, პროვინცია გუანჯოუში, მთებში ჩამოვარდა. სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე სიცოცხლის ნიშნები არ აღინიშნებოდა, იტყობინება Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
უახლოეს კვირებში, ან თვეებში (ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება აგრესორი რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომი ჩვენს მეგობარ უკრაინაში), კრემლი "ეცდება", რომ განახორციელოს პუტინის გეგმა და - საქართველოს სახელმწიფოს "3 სუბიექტიანი კონფედერაციული მოწყობის (საქართველო, აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი) შეთავაზებით", საქართველოს ხელისუფლებას "ურჩიოს ქვეყნის გამთლიანება" - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარებით" და ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადების გზით, რომლის "ერთადერთი გარანტორი" რუსეთის ფედერაცია იქნება!..
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, სოფლებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.