საქართველოში ვიზიტად დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა ნატოს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.

სრულად...

თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა.

სრულად...

2022 წლის მარტიდან „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესიდებიის მიღებას  იწყებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად. ამასთან დაკავშირებით ა (ა) იპ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ზოიძემ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სრულად...

სანამ „ახალი ენგური“ არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი „მეორე ენგური“ იყო ნამახვანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.

სრულად...

გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს.

სრულად...

უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტიუსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად,შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

„გარანტირებული ნეიტრალიტეტის“ გამოცხადებასთან ერთად, ანუ გარანტორების (აშშ, რუსეთი, ნატო, ევროკავშირი) მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ავტომატურად უნდა ითვალისწინებდეს, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის დეოკუპაციას და უსაფრთხოების გარანტირებას, ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის ხელშეუხებლობას"!

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში საზოგადოებრივი, ეროვნული და კულტურის მოღვაწის, ჟორა სნხჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური მემორიალური ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი