საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა მას შემდეგ, რაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, - იტყობინება თეთრი სახლი.
ამ წუთში ვიმყოფებით, წყნეთში, ზედა წყნეთში, სადაც არის ავტობუსების ბოლო გაჩერება. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს.
უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ცენტრალურ და შიდა გზებზე მიმდინარეობს. სამუშაოებში ასევე ჩართულნი არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობები.
საქართველოში ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ამის შესახებ მან წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.