"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ხალხმა დატოვა ეს პარტია", - ასე ეხმაურება "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი წევრების მიერ პარტიის დატოვების ფაქტს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა.
საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ბლოკში გაერთიანება პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის, შესაძლოა, ხელსაყრელიც იყოს.
გაერთიანდება თუ არა პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს სესიაზე, დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.
თურქეთის აღმოსავლეთით, ირანის საზღვართან ახლოს, ვანის პროვინციაში პოლიციის შენობასთან, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.