ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა, სამშაბათს, ესპანეთისა და პორტუგალიისთვის დეფიციტის სანქციების პროცედურა მოიწონეს, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირის აღმასრულებლებს, აღნიშნულ ქვეყნებს 20 დღის განმავლობაში დაუწესონ ჯარიმები. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
”არც მაჟორიტარად, არც საარჩევნო სიაში ყოფნის არც სურვილი მაქვს და არც შეთავაზება არ მქონია", - აღნიშნული განცხადება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გააკეთა.
მთავარი პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა, სადაც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.
პროკურატურამ ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა.
პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს, კერძოდ კი პარტიის ეკონომიკურ გუნდს ნათია კუტივაძე შეუერთდა. კუტივაძე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (12 ივლისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გაუფასურდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
10 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა იტალიაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე, პაატა ბურჭულაძე და პარტიის ლიდერები მოძრაობის აღმოსავლეთ რეგიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ქუბლეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.