რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო.
თბილისის ზღვაზე მაშველებმა, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ მოზარდი გუშინ გაუჩინარდა.
„ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით ე.წ. შინაპატიმრობის რეჟიმში“,-განაცხადა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დამ, რუსუდან კერვალიშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, მისი ოჯახის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ მოტივებთან არის დაკავშირებული.
70 ადამიანი დასაქმდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“ 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება – საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.