ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
ევროპულ მომავალთან და დემოკრატიასთან ერთად, ნატო-ს წევრობის შანსი ძალიან დიდია, - აღნიშნული განცხადება ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა.
საქართველო იქნება მზად გააგრძელოს მისია იმ რაოდენობით, რაც დღეს ჩვენ გვყავს ავღანეთში, - აღნიშნული განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ვარშავაში გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მდინარე აბაშისწყალში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება,- შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან შონიას მისცა.
ვანი-სულორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და სტიქიის შედეგებს გაეცნო.
უხვი ნალექის გამო გურიაში სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა NATO -ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვდრაში მიიღო მონაწილეობა და ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის,, თემაზე სიტყვით გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.