ჯონ პრესკოტმა, რომელიც პრემიერ მინისტრის მოადგილე იყო, როდესაც ბრიტანეთი 2003 წელს ერაყში ომში წავიდა, განაცხადა რომ დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ერაყის დაპყრობა „არაკანონიერი“ იყო.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა სოფელ ბოსლევში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შალვა ნათელაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „პრო-პუტინისტურს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ჩვენ გვყავს პუტინის მონა ხელისუფალი“, რომელიც რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის ნებისმიერ დავალებას შეასრულებს.
ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ურთიერთთავსებადობის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ თავმჯდომარეობდა.
ჩვენ დავამთავრეთ მუშაობა ნატოს ვარშავის სამიტზე, მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მუშაობდა ამ სამიტის მოსამზადებლად, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ნატო-ს სამიტის შედეგები შეაჯამა.
ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, - აღნიშნული განცხადება, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გამართა.
ცსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აჭარის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.