კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

მე მინდა ერთი ვთქვა დასკვნის სახით ჩემს გამოსვლაში, 2 დღის წინაც ვთქვი, როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი - მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

სრულად...

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო - ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

GUARDIAN.GE -  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიტანულ „რადიო 4“-თან საუბრისას განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურების შეჯერებული მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს წარუმატებელი აღმოჩნდა თავისი მიზნის მიღწევაში.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ იგი ახლა რუსეთის ნომერ პირველი სამიზნეა. მან თქვა, რომ არ აპირებს კიევის დატოვებას. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე ეს მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესებაა რუსეთის წინააღმდეგ. მან მოსკოვისადმი გამაფრთხილებლად თქვა, რომ უკრაინა არ შეწყვეტს თავის დაცვას მანამ, ვიდრე რუსეთის თავდასხმა არ დასრულდება.

სრულად...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა.უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 35 583 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%

სრულად...

GUARDIAN.GE -  25 თებერვალს, დილის საათებში აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინაში და კიევის თავზე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დედაქალაქში „დივერსანტები“ შევიდნენ.

სრულად...

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი „დარწმუნებულია“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის მთავრობის ჩამოგდებას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი