GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ „არ არის ჩართული და არც ჩაერთვება“ რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. „ჩვენი ძალები არ წავლენ ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ დაიცავენ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და გარანტიებს მისცემს ჩვენს მოკავშირეებს აღმოსავლეთში. შეერთებული შტატები დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს ამერიკული სახელმწიფოს მთელი ძალმოსილებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის დედაქალაქ კიევის გარეუბნებში ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული სამთავრობო ძალები ცდილობენ დაიბრუნონ ავიაბაზა და აეროპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა მასზე კონტროლი დააწესეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ძლიერი ცეცხლის ქვეშ არის მოქცეული უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, ქალაქში ასეულობით აფეთქება მოხდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ყველა მსხვილ რუსულ ბანკს, მათ შორის „VTB ბანკს“ სრულად და დაუყოვნებლივ გაეყინება თავიანთი აქტივები და გაირიცხება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს მათ სტერლინგზე წვდომას შეაჩერებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის და ბრალს სდებს დასავლეთს, რომ პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთი მზად არის უკრაინის ხელმძღვანელობასთან უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხსა და თავის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელი დაჟინებით მოუწოდებს ბელარუსს „არ მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში. ნატო-ს შტაბ-ბინაში პრესკონფერენციაზე ბელარუსისა და მისი ხალხისადმი მიმართვაში მიშელმა თქვა: „თქვენ გაქვთ არჩევანი არ გაჰყვეთ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებას. „თქვენ გაქვთ არჩევანი „არ მიიღოთ მონაწილეობა ამ უაზრო ტრაგედიაში, თქვენი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს-გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან უკვე განალაგეს დამატებით ათასობით ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი მზადყოფნაშია მოყვანილი.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმას „ამაზრზენი და ბარბაროსული“ ქმედება უწოდა, რომელიც „მარცხით უნდა დასრულდეს“. „მე არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი უკრაინელების ეროვნულ გრძნობას დაიმორჩილებს“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის „გაუმართლებელი“ თავდასხმა უკრაინაზე უთვალავ ადამიანს უქმნის სიცოცხლის საფრთხეს. მისი თქმით, რუსეთმა წამოიწყო, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები,ამასთან, მრავალი მიმართულებიდან სახმელეთო და სპეციალურ ძალებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა და მთავარი ქალაქები აქვთ სამიზნეში ამოღებული. „ეს არის მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის დაგეგმილი შეჭრა“, - თქვა მან და დაამატა, რომ თავიანთ უგუნურ ქმედებებსა და მსხვერპლზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი