ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა.

სრულად...

გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზეგადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

სრულად...

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში, მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

სრულად...

GUARDIAN.GE - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არსებითად ახალ დონეზე გადადის. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სამოკავშირეო დეკლარაციას ხელი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე მოეწერა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ უწოდა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ძალის გამოყენებით, უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის წაღება სურს. „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“, - განაცხადა ბაიდენმა, პუტინის მიერ დონბასის რეგიონში ჯარების გაგზავნის შესახებ კომენტირებისას.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან თავისი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელოს, იტყობინება მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, ევაკუაციის პროცესი „ძალიან ახლო მომავალში“ დაიწყება.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონმდებლებს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნებართვის მიღებაზე თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს კი პუტინს ოფიციალურად რთავს ნებას გააგზავნოს ჯარები უკრაინის დონბასის რეგიონში და სხვაგანაც.

სრულად...

საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შერჩევის კრიტერიუმის განსაზღვრაზე, „გარეგნული მიმზიდველობის მიუხედავად, რისკებთან ერთად, ნაჩქარევ და პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი