ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბირსას „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოხატა, იტყობინება BBC-ის რუსული სამსახური ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისთან მოლაპარაკებებისთვის არის მზად პუტინი. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.
GUARDIAN.GE - ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბლოკმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა, შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს, - ამის შესახებ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს მომხმარებლების ვალდებულებები.
GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის შეკითხვას - როგორ გაამართლებდა რუსეთი მის უკრაინაში შეჭრას - დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით უპასუხა.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ ვალასმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და მოსკოვის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან.
2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება, მას შემდეგ რაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მატჩის გამართვის უფლება ჩამოართვეს. გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება.
ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.