ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები, რომელიც შემოისაზღვრება ბეტონის თვალამქცევი ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით.
მმართველი გუნდის წარმომადგენლი, ეკა ბესელია გიორგი ვაშაძის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძ"რაობის" დატოვების ფაქტს ეხმაურება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, გადარჩება და ბედნიერი იქნება.
ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ UNICEF-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის კონფერენციაზე.
2015 წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა, - აცხადებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.
დავით ნარმანია ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადასტურებს შს სამინისტრო.
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ ე.წ კაბელების საქმეზე, ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
მშენებლობისას ”მწვანე სახურავებისა” და ტერასების განვითარებას დედაქალაქის მთავრობა წაახალისებს, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.