ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან ლამის დანასისხლად არიან და არა მგონია პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსის შეცვლის პროცესში არსებითი წვლილი შეიტანოს - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პაატა ბურჭულაძე საკუთარ გუნდთან ერთად გააგრძელებს მსჯელობას და სავარაუდოდ, 10 დღეში საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება ყველასთვის სასურველი გუნდში, - განაცხადა ”საქართველოს განვითარების ფონდის” სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ჯანდიერმა ფონდის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტთან დაგეგმილ კონსულტაციებში სახელისუფლებო პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია ნათელია და ის პრეზიდენტისთვის ცნობილია.
„სავსებით რეალურია, რომ საქართველომ ზაფხულში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა," აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გააკეთა.
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები" ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.
„ქორტიარდ მარიოტში“ ბიზნესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორია.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჰამონის მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მალე ვიზა-ლიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება, - აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე.
სოფელ სკრაში ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფონდის პროექტ "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის მოადგილე იურატე რამოსკიენე გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.