ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.

სრულად...

თერჯოლისა და რუჟიენის (ლატვიის რესპუბლიკა) მუნიციპალიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და რუჟიენის მუნიციპალიტეტის მერმა გუნთის გლადკინსკიმ.

სრულად...

იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, - განაცხადა კომპანიის თავმჯდომარემ, შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას.

სრულად...

უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი გრძელდება და აღნიშნული პროცესი პარტიის მიერ დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებული არ არის.

სრულად...

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ბოტანიკური ბარის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის.

სრულად...

ცხარე კამათი მოყვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის გამოსვლას. 

სრულად...

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადასაცემად საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო. „რია ნოვოსტი“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უწყების პრეს-სამსახურმა გაავრცელა. 

სრულად...

2016 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ქ.ცაგერის სპორტული დარბაზის მშენებლობა გახლავთ, რომლის ღირებულებაც 2,8 მილიონ ლარს შეადგენს, - განუცხადა guardian.ge -ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ. 

სრულად...

პარლამენტში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა იწყება. 80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვა ხვალ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი. 

სრულად...

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა 1255-ე სხდომა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი