თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს 2015-2016 სასწავლო წლის მაისში ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მაშველებმა გამთენიისას ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას, ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
"მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია" - ამ განცხადებას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე Facebook-ში ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის გამო დაწყებული გამოძიების შეფასებისას აკეთებს და ამბობს, რომ " უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!"
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები მთელი თბილისის მასშტაბით სამძებრო ღონისძიებებს ამჟამადაც განაგრძობენ, - ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა.
ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, რამდენიმე ადგილზე, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა და საზოგადოებას მოუბოდიშა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ჩვენ მოსურნენი ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ივაჭროს, იმოგზაუროს თავისუფლად ევროპის ქვეყნებში, რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"10 ვეფხვის დათვლა ვერ მოახერხეთ და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას?“ - ამ სიტყვებით მიმართა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ხელისუფლებას. მისი თქმით, დღეს დატრიალებულმა ტრაგედიამ მოთმინების ფიალა აავსო, რამაც იძულებული გახადა ბრიფინგი ჩაეტარებინა.
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ერთი ვეფხვის ლეშის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.