ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა.

სრულად...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებულ დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” საზოგადოებას მცირეწლოვანი ბარბარე გოგოლაძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვისაკენ მოუწოდებს. 

სრულად...

გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

112 – ს ცვლის უფროსი თამარ პაჭკორია 13-14 ივნისის თბილისის საშინელი ტრაგედიის დროს მისი და მომიჯნავე სამსახურების მუშაობის შესახებ TV Free -ს უყვება და ამბობს, რომ სტიქიური უბედურების ზონაში პატრულის თანამშრომლებმა და მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს დაზრალებულთა დასახმარებლად

სრულად...

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ჯანელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ცხოველი დაბრუნებულია ვოლიერებში.

სრულად...

“მზიურში” მოხალისეებმა და მაშველებმა ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს. ეს უკვე მესამე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში “მზიურში” იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ინდირა ზარანდია იყო, მეორე კი – მაშველი ზურაბ მუზაშვილი.

სრულად...

წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.

სრულად...

მაშველებმა თბილისის ზოოპარკის ტერიტორიიდან, ასევე გმირთა მოედნის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებიდან  წყალსა და ტალახში ჩაფლული არაერთი ავტომაქანა ამოიყვანეს. ადგილზე სპეცტექნიკა – ამწეები და ექსკავატორები არის მობილიზებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი