საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირი ჰაერში დიდი წნევით გამოედინება.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.
დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას აქვეყნებს.
საგანგებო შტაბის კოორდინაციით, გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცალმხრივად უკვე მოძრაობენ.
"ახლა, როდესაც ვნებები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ანაზდად ერთი აღმოსავლური ამბავი გამახსენდა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩემი სტუდენტობის ჟამს" - ასე იწყებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მიძღვნილ განცხადებას და განაგრძობს:
უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა 13–14 ივნისს, რომელმაც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე იმსხვერპლა, არავის ეგონოს, რომ ეს "ჩვეულებრივი სტიქიური" მოვლენა იყო და მისი ლიკვიდაციის შემდეგ, ძველებურად გაგრძელდება ცხოვრება!
თბილისში და მის შემოგარენში სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა და საგანგებო შტაბის მიერ გაწეული საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.