მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა გერმანიაში ლევან კობიაშვილთან რამდენიმე დღე იმყოფებოდა. თუ რა შინაარსის იყოს ეს ვიზიტი და რა სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ახალგაზრდა სპეციალისტმა, ამ თემაზე ჯესი სურმავამ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებელია. განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა ამ უწყებას არ შეესაბამება, შესაბამისად, ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ მისაღებია გადაწყვეტილება შენობის რეაბილიტაციის ან სხვა ალტერნატივის მოძებნის თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს 19 საავადმყოფოს, ჯამში, მართვის უფლება გადაეცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაზრდილია ისე, როგორც არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ობიექტივზე", ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს სტუმრად ჰყავდა საზოგადოება "ივერიას" დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობდა...
31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დროშა გამოუგზავნეს.
საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.