არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ ორგანიზებითა და ქუჩის მუსიკოსების მონაწილეობით თბილისში, კლუბ One Side - ში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. აქციის მიზანი სოციალურად დაუცველი 15 წლის მიხეილ სხვიტარიძის დახმარება იყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3112 ლარად იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობას 6 მილიონ აშშ დოლარად ყიდის.
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით "ძალიან ნათელი და გასაგები იყო".
გეკითხებით, ხალხი ენდობა ადეიშვილის კადრებს? - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარეო მთავარი სამმართველოების ავტოპარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე სამინისტრომ 24 ერთეული ახალი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ რეგიონებში მომსახურე პირად შემადგენლობას გადასცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენცია ძვირადღირებულია და მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია ძალიან რთული იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა გასაყიდად აუქციონზე გადის. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში ბრიფინგი 14.00 საათზე არის დანიშნული.
რუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა ასობით მილიონი ღირებულების ქართული პროდუქცია შევიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დავაფიქსირეთ, უცვლელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.