საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ აღნიშნეს, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიური „მზის ფესტივალი“ გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია STIMOR Associate-ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.
ნიკო ფიროსმანის ნახატი „ღამე არსენალი მთაზე“, კრისტის აუქციონზე დღეს, 1 486 100 დოლარად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 1 235 199-დან – 1 852 799 დოლარამდე იყო. ტილო - „არსენალის გორა ღამით“ 1907-1908 წლით თარიღდება. ნამუშევარი ზეთშია შესრულებული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მომავალ კვირას უკრაინაში გამგზავრებასა და მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.
საქართველოს პრეზიდენტისთვის მოტივირებული განცხადებით მიმართვის გარეშე, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა ვერ მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები და ზეიმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, - პრემიერ-მინისტრმა მეუღლესა და შვილებთან ერთად „სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ ბავშვებს უმასპინძლა.
გასული წლის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა ხელფასებსა და პრემიებზე, ჯამში 9,070,467 დახარჯეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალებიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯით "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერობს.
ღმერთი არ დატოვებს საქართველოს და მოუვლენს იმ მადლს, რომელიც არის “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე ქ. სუვაში (ფიჯი) აღნიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ პარლამენტისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ფიჯიზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი კანონის შესაბამისად გადაწყდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.