მე არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვათ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.
ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" წამყვანის შეკითხვაზე - თუ უკითხავთ თქვენთვის რჩევა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენად ხშირია ეს და რამდენად შედეგიანად დასრულებულა, თქვენი მოსაზრების და რჩევის მოსმენა ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა, - პატრიარქმა უპასუხა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ახსოვს.
შსს-მ წარსულში იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შოთა მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ბრალდებით რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე დააკავეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3617ლარად იქნება შესაძლებელი.
დღეიდან "რესპუბლიკელები" საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნებიან წარმოდგენლი. ამის შესახებ შესახებ ჟუნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი.
საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თამარ კორძაიას გადაწყვეტილებაში სკანდალური არაფერია. ბერძენიშვილის თქმით, კორძაიამ ფრაქცია ,,რესპუბლიკელებში” გაწევრიანების სურვილით უკვე გამოთქვა და ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ.
"რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი თამარ კორძაიას მიერ ფრაქცია "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ კომენტარს აკეთებს და არ გამორიცხავს, რომ კორძაიამ კოალიცია "ქართული ოცნებაც" დატოვოს.
ის, რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.