2012 წლის სექტემბერში მახსოვს როგორი შედეგი დაიდო NDI-ს კვლევის და ვიცი 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური NDI-ს კვლევებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი სწორედ ფინანსთა სამინისტროს აქვს.
დეპუტატი თამარ კორძაია ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი აღარ არის. აღნიშნული საკითხი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ.
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებით არაფერი შეცვლილა და მინისტრთა კაბინეტი კვლავ გასაწმენდია.
NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება.
NDI-ს კვლევის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს. პატრიარქი მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ მოსწონს, 6%-ს მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 4%-ს პატრიარქის შესახებ არ სმენია, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. სერგეენკოს უწყების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 10%, კარგად – 33%, საშუალოდ 36%, ცუდად – 7%, ძალიან ცუდად კი – 2%.
NDI-ს კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 25 პროცენტით ლიდერობს. გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "გულახდილი შეხვედრა" ჰქონდა. "ბიბისის" ცნობით, ჯონ ქერისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები სოჭში გუშინ საღამოს გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.