შსს-მ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები - 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავა.
საქართველოს მთავრობა დღეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და მისი უწყების თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის ახალ მოადგილეებს დღეს წარადგენს. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ხიდაშელი მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას პირველად ესწრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს ულოცავს.
საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში, მსოფლიო ბაზრებსა და მიწოდების გლობალურ ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართულ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანაში მომუშავე უცხოელ მეწარმეებს.
2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა იმედგაცრუებულია როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციური პარტიების მიმართაც.
საქართველოში პირველად ქარის ელექტროსადგური აშენდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი იმ მემორანდუმის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება, რასთან დაკავშირებულ მემორანდუმსაც EBRD-თან ხელი დღეს მოეწერება.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ქვეყნის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.