საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია, ყველაფერი იყო აბსოლუტურად საჯარო და გამჭვირვალე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ელექსტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებზე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში გრძელდება. პრეზიდენტს შეხვედრები დღეს ბათუმში აქვს დაგეგმილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს.
შსს-მ თბილისსა და მცხეთაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
სომხურმა ეკლესიამ მილიონნახევარი ადამიანი, რომლებიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მასობრივ მკვლელობებს ემსხვერპლნენ, გუშინ წმინდანად შერაცხა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან, ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.