საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მცდელობას ადასტურებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
მესტიის მუნიციპალიტეტში წუხელ მკვლელობა მოხდა. სასაზღვრო პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ავტომატიდან გასროლით მოკლა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი მეორე პირი კი დაჭრა.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მეუფე იაკობთან დაკავშირებით TOYOTA LANDCRUISER-ის გადაცემის შესახებ ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მის შემცვლელად იან კელის წარდგენას ეხმაურება. ელჩის კომენტარი "ფეისბუქზე", აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობაზე რეალური მოლაპარაკებები არც წინა და არც ახლანდელი მთავრობის პერიოდში არ ყოფილა, ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გუშინ ორი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს. იან კელის საგარეო ურთიერთობების კუთხით კარგი გამოცდილება გააჩნია. იგი სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე საქმიანობდა.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა "რესპუბლიკური პარტიიდან", თინა ხიდაშელმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მახსოვრობისა და აღქმის უნარი დაუწუნა და უთხრა, რომ მათ გიორგი კვირიკაშვილის ორი გამოსვლიდან, მთავარი გზავნილები ვერ გაიგეს და მხოლოდ სანიტარული საშუალებების შემცირების ეპიზოდი დაამახსოვრდათ.
ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს, ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
ნიუჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტი, რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.