საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სტიქიის ზონაში ჩავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, პროფესორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარებით დაინტერესდა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია ზარალის მასშტაბების შესახებ.
დასავლეთ საქართველოში კვლავ ცუდი ამინდია. ბათუმში 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერი ქარის გამო, ჯაფარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის კედელი ჩამოინგრა და გვერდით არსებული სახლის კიბე დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში ნაციონალისტებმა ლენინის ძეგლი კვირას (28 სექტემბერი, 2014) ღამით ჩამოაგდეს. ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხი ოვაციებით შეხვდა საბჭოთა ბელადის ძეგლის ჩამოგდებას, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
იაპონიაში ონტაკის მთის სიახლოვეს, სადაც ვულკანი ამოიფრქვა, 31 მოლაშქრეა ნაპოვნი, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მოუწოდებს ნაკლებად გააშუქონ კრიმინალი, ომები და უბედურებები და ნაცვლად ამისა მეტი აქცენტი გააკეთონ სიკეთეზე. ამის თაობაზე უწმინდესმა და უნეტარესმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს, ხოლო 1 მოქალაქეს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.