საქართველოს მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას შემცვლელი უკვე წარადგინა.
თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა ახალი დირექტორი ეკა გახარია, თუმცა გაკვეთილების დაწყების წინ მცირე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე მოსწავლე საკლასო ოთახში არ შევიდა. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ყოფილი დირექტორის განთავისუფლება.
დავით ნარმანია დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმს აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ორი თვითმფრინავის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
ჩემი გადადგომის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ერთვიანი შვებულებიდან დაბრუნებულმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემულ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც არჩევნების თარიღად პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლისას გაჟღერებული თარიღი - 15 ივნისი განისაზღვრა, მთავრობის თანხმობა ესაჭიროება და სავარაუდოდ, მთავრობა, დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის განკარგულებას მხარს დაუჭერს.
მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სპორტულ კომენტატორ ჯამლეტ ხუხაშვილს დღეს იუბილე პირადად მიულოცა და მას ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.