სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 17 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 442 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 750 PCR ტესტით.
„ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ლიდერებს“, - განაცხადა ნინოწმინდის მერობის კადიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ანივარდ მოსოიანმა მისი წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს ქალბატონმა ანივარდ მოსოიანმა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნინოწმინდაში, მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი ნონოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას და დაამატა, რომ ანივარდ მოსოიანი საქართველოში ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 379 PCR ტესტით.
„მინდა თითოეულს გულითადი მადლობა გითხრათ მოლოცვებისა და თქვენი სურვილებისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, სალვადორის რესპუბლიკაში და ბელიზში ზაზა გაბუნია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი “ქართუ” ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.