სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.
გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე - ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ეს არის ფარსი და სიყალბე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა.
სტაბილურობას, სჭირდება, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფა და ეს ჩვენ შევძელით, ჩვენმა პარტიამ შეძლო, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რომ რვაწლიანი პერიოდი არის უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის პერიოდი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.
საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი დადგენილი აქვს 10%-ის ნიშნულზე! ეს ამ კრიტიკულ სიტუაციაში უსაშველოდ დიდი საპროცენტო განაკვეთია, რომელიც მოქალაქეებს და ბიზნესს დიდად უძვირებს ფულს! ვნახოთ, 15 სექტემბერს შეცვლის თუ არა შემცირებისკენ ამ პროცენტს!
მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
საარჩევნო კამპანიის დროს მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წინა ხელისუფლებაზე საუბარს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს და პირველ რიგში მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამ, სანამ ამ ჯალათებს და მკვლელებს ექნებათ სურვილი და პრეტენზია, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის, ჩვენ ყოველდღე შევახსენებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.