საქართველო - ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თახსირი ნეოლიბერალური მედია და ''ორიენტიენტირებული'' გონებამრუდე არარაობები, "დიდი პოლიტიკური ალღოს" მქონე ჯამაათი სერიოზული სახით განიხილავს და უბრალოდ ატყუებს ხალხს, რომ ავღანეთში არაფერი მომხდარა!
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 52 162 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 033 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე - რამაც თალიბანის მებროლების ძალაუფლებაში სწრაფი დაბრუნება განაპირობა - და ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი ყოფნის დასრულების შემდეგ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა არჩევანს არ წარმოადგენდა.
ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 800 665 ლარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
შსს არ მაძლევს ცნობას რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე, - ამის შესახებ გიგი უგულავა Facebook-ზე წერს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აბასთუმანში შემოვლითი გზის სამუშაოების მიმდინარეობას, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ზაქარია ენდელაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება; სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იწყებს, ერთადერთი გამონაკლისია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. თუმცა მინისტრის თქმით, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც უძღვებიან ამ პროცესს, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.