ხშირად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვახსენებთ ჩვენს ოპონენტებს; სამწუხაროდ, სირცხვილია, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა", ძალა, რომელიც იყო გამორჩეულად მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა, ასობით და ათასობით ადამიანი გაანადგურა, დევნილად აქცია და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში, გამოჩენილი მათემატიკოსის და დამსახურებული მასწავლებლის ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 40 435 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 334 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 101 PCR ტესტით.
გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სია და საქართველოს ქალაქებში მერობის კანდიდატები წარადგინა. თბილისის მერობის საარჩევნო ბრძოლაში გიორგი გახარია თავად ჩაერთო.
ამ შეხვედრის შემდეგ მივდივართ ერთ-ერთი ახალი სკოლის გასახსნელად; ბატონი მიხეილ ჩხენკელი მინდა შევადარო ბატონ ნიკა გვარამიას, „ნაცმოძრაობის" მთავარ იდეოლოგს და თუ რაიმე სიბინძურე და გარყვნილება მიმდინარეობს და მათ თავებში იხარშება, ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი გახლავთ სწორედ ბატონი გვარამია, შეადარეთ მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს, განათლებულ კაცს, რომელიც რეალურად ქვეყნის განათლების სისტემის გაჯანსაღებაზე და განვითარებაზე ზრუნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.
თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის სრული მხარდაჭერის იმედი აქვს და იგი მეორე ტურის ჩატარების საჭიროებას გამორიცხავს.
ჩვენ გავიხსენეთ ბნელი წარსული, ის მძიმე პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იდგა და არც თუ ისე შორეული წარსულში, სულ რაღაც 8 წლის წინ; მართლაც, როდესაც უყურებ ნიკა გვარამიას, ან სააკაშვილს, გახსენდება ახალაია, კეზერაშვილი, გიგი უგულავა, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მაინცდამაინც ამ მჩაგვრელებს და კრიმინალებს დაუჭირო მხარი; ძალიან მაინტერესებს, რატომ უჩნდება მოქალაქეების ნაწილს სურვილი, მათ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.
ამ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 3 წელი, 2024 წლამდე, არ იქნება არჩევნები და ეს 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, მუშაობის, პროგრესის და განვითარების წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების ძიების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან, კახა კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.