საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, სინოფარმის ვაქცინით აცრისთვის პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
მინდა, რამდენიმე სიტყვით ვუთხრა მოსახლეობას, რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენს ქვეყანაში - კაცი, მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, ამ დროს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რადგან ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.
„ტვ პირველის“ სახელი რომ შეიცვალოს, მე გირჩევდით, თქვენს ტელევიზიას დაუბრუნოთ რეალური სახელი - „რეალტივი“, თქვენ ხართ ჩვეულებრივი „რეალტივი“, ისეთი, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 28 025 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 263 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 762 PCR ტესტით.
ავღანეთში აშშ-სა და ნატოს მარცხმა ახალი ვითარება შექმნა მსოფლიოში. თალიბებმა გაანთავისუფლეს თავიანთი სამშობლო საოკუპაციო ძალებისგან. აშშ-სგან კი დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელში! ამერიკამ სამხედროების გამოყვანა დაასრულა, მაგრამ ასეულობით ათასი ავღანელი, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ემსახურებოდნენ და ადგილობრივ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ თალიბების ანაბარა მიატოვა.
რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ; ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს, რომლებსაც დღეს ქუთაისში, „აიას“ სარაგბო არენაზე შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთელი პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია, კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.