არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე და დაამატა, რომ გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებლის კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
7 სექტემბერს დილის ცხრის ნახევარზე საგურამოში, სოფლის სამღვდელოების მიერ ილიას კუბოსთან პანაშვიდის ჩატარების შემდეგ ნეშტი ახლობელების, ნათესავების, თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღვართა, სხვადასხვა საზოგადოებების, ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლების და სხვათა მიერ იქნა გამოსვენებული.
ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა თითქოს სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს ვიდეოკამერები გადმოეცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.