პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
საფრანგეთში, ქ. ლევილის ქართული აკადემიაში, ლევილის მმართველი საბჭოს საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის ქართული მამულის პროექტის შემდგომი მართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლაგარზდობის სამინისტროს გადააბარა.
ელჩებს ელოდა ვარდციხეში მდგარი მეფე თამარ, სურდა მათთვის თვალი მოეჭრა სიმდიდრით და ფუფუნებით, რისთვისაც შეიმოსა მდიდრული ქსოვილისგან აკინძულ სამოსში, შეიბნა ძვირფასი თვალ-მარგალიტის ყელსაბამი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ბათუმში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო.
სპეციალური ოპერაციების ძალების მსმენელებმა სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს. კურსის დასკვნითი ფაზა მსმენელებმა ბობოყვათის სანაპიროზე გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა.
„მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა, მათ რაღაც გარკვეულ დავალებებს აძლევდა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ ვიდეო ინტერვიუში იმის ახსნისას თუ რატომ ცდილობდა გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ბიძინა ივანიშვილთან ტელეფონით დაკავშირებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე პირველი, 2.5 კმ-ის ორზოლიანი მონაკვეთი 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება, სრულად კი პროექტი 2023-2024 წლებში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.