რიგგარეშე სესიის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის განხილვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დასრულდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მისი ვაშინგტონში ვიზიტის დროს იმავე სასტუმროში ყოფნის შესახებ კომენტირებისას, რომელშიც ყოფილი პრემიერ მინისტრ გიორგი გახარია იმყოფებოდა, თქვა, რომ მას და გახარიას „ერთ საწოლში ეძინათ ჩახუტებულებს“.
მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, მთელი საპარლამენტო გუნდი, მთელი უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
აქ ძალიან ბევრი ისაუბრეს, ბატონი რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით - სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, არაერთმა გამომსვლელმა, მათ შორის ბატონმა ვაშაძემ, ქალბატონმა ჩარკვიანმა, ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით - „ყველაზე უბედური ქვეყანა“, ძალიან მერიდება ამის თქმა - „ჩამპალი ქვეყანა“ და ა.შ. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო? როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე მოქმედ და ყოფილ პრემიერ მინისტრებს - ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი გახარიას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში მონაწილეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ27 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
28 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17- წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.