საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
პროკურატურამ ცხრა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით –„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 239 ფაქტი გამოავლინა.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა. ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოწყობილ პოსტამენტზე გმირების უკვდავსაყოფად ხელნაწერი ხსოვნის წიგნი განთავსდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. იუნკერებს გამოცემა - „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში განაგრძონ.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გეოლოგების მიერ შედგენილ პირველად ინფორმაციას და სამოქმედო გეგმას, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფ. ჟაბეშის ტერიტორიაზე უკიდურესად გართულებული გეოდინამიკური პირობების შესახებ მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.