მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან უკვე ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც.
ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოტანას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველომ პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დილით დაეშვა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძის ისევ თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო დასახელების შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ კახა კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ეს საკითხი მის პოზიციაზეა დამოკიდებული.
10-საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.
ყველიერისთვის ტფილისის ყველა ოჯახი ცდილობდა ფქვილის და ზეთის მომარაგებას, რომ ორშაბათს მთელი კვირის სამყოფი ნაზუქი და ქადა გამოეცხოთ. ბევრი მათგანი ცხობას ხუთშაბათს იწყებდა, წმ. შიოს ხსენების დღეს და ამიტომაც ერქვა „შიოს ქადა“.
მიხეილ სააკაშვილმა ცხრა თუ ათი წლის წინ აღიარა და პირდაპირ თქვა, რომ უკანონო მოსმენებს სისტემური ხასიათი თუ ჰქონდა, თითქოს არაფერი იცოდა და ეს იყო გაპარული ხარვეზი, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დიდი შეცდომა, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ.
დასრულდა ჩემი ოპერაციის ეპოპეა, რომელიც თავის ყველაფრით, სადღაც 4-5 საათი გაგრძელდა. როგორც მითხრეს, ყველაფერი ნორმალურადაა.
12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 50 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და სამხედრო მოსამსახურეები თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.